დისტრიბუტორ-ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბრიჯ გრუპი
მივლინება: არა
ენები: რუსული
გაყიდვები: დისტრიბუცია
ნახშირორჟანგის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბრიჯ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორ-ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლ + საბონუსე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია
  • საწყობში და სატრანსპორტო საშუალებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა, გაუმართაობის შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან მყისიერი კომუნიკაცია
  • სადისტრიბუციო საქონლის (ძირითადად ნახშირორჟანგის ბალონების) შეკეთება/ვიზუალურად მოწესრიგება
  • ნახშირორჟანგის ბალონებით ობიექტების მომარაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მექანიკა)
  • ხელსაწყოებთან (კომპრესორი, "ბარგალკა" და სხვა) მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • ძლიერი ფიზიკური მონაცემები (სადისტრიბუციო პროდუქციის წონიდან გამომდინარე)
  • ექსელის ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • შრომისმოყვარეობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: sales.bridgegroup@gmail.com. გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!