უმცროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფინსაითი
ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

ფინსაითი არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია. ვემსახურებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. ამჟამად გვაქვს ვაკანსია უმცროსი ბუღალტრის  პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: 09:00 -18:00 კვირაში ხუთი დღე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • შესაძლებელია დამამათავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტის კანდიდატურის განხილვაც;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;


მოვალეობები:

  • ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურის მართვა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
  • კომპანიის საბანკო ანგარიშების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • სხვადასხვა  საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;


საჭირო უნარები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@finsight.ge 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.