პურფუნთუშეულობის ტექნოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი გუდვილი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ტექნოლოგი
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას პურფუნთუშეულობის ტექნოლოგის პოზიციაზე

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-18:00
ანაზღაურება: 1300 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1500 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები
  • ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება, რეცეპტების გაწერა;
  • პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდების შესწავლა და ახალ სტანდარტებზე მორგება;
  • წარმოების ზედამხედველობა საკონდიტრო და პურფუნთუშეულის საამქროებში;
  • წარმოების საამქროებისა და თანამშრომლების კონტროლი;
  • წარმოების პროდუქციის ხარისხის ყოველდღიური კონტროლი;
  • წარმოების მიხედვით გაყიდვების გეგმისა და რეალიზაციის დაგეგმვა;
  • ასორტიმენტის მართვა და ანალიზი;
  • მომხმარებლის მოთხოვნილებების შესწავლა და მაქსიმალურად გათვალისწინება;
  • ახალი პროდუქტების შექმნა, დამუშავების მეთოდების განვითარება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
  • ახალი ნედლეულის მოძიება და სიახლეების დანერგვა;
  • პროდუქციის ფასის ეფექტურობის უზრუნველყოფა, მარჟის კონტროლი კომერციულ სამსახურთან ერთად;
  • ფასების ცვლილებების ინიციატივა, საჭიროებისამებრ;
  • მოწოდებული ნედლეულის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
  • წარმოებაში წარმატებული პოლიტიკის გატარებასა და გზების მოძიებაში მონაწილების მიღება, გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • 50%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 577200712;
მარტივად შეავსე აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/LAuyMkhXrPpJU6Ys7
გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge ან vacancy@goodwill.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ შევსებული ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.