რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო ცენტრი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
საერთაშორისო სტანდარტების ახალი  სამედიცინო ცენტრი  აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00-დან 14:00 - მდე
ანაზღაურება - 1000 ლარი 

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com  სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „რეგისტრატორი“.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა