მხარდამჭერი

თბილისი სრული განაკვეთი Scroll
მივლინება: არა
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
სქროლი არის ქართული სტარტაპი, რომელიც აკავშირებს ერთნაირი  ღირებულებების მქონე ადამიანებს და მიზნად ისახავს ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესებას. ჩვენი უკეთესი მომავლის ხედვა ყოველდღიური პრობლემების შემცირებაშია, შესაბამისად სქროლის მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ გარემოზე, გავხადოთ გადაადგილება უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ვიყოთ სატრანსპორტო ალტერნატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის.
2020 წლის აპრილიდან პირველებმა გავაცანით ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერის გაზიარების სერვისი საქართველოს. 
სქროლის“ გუნდი თბილისში აცხადებს ვაკანსიას Support -ის პოზიციაზე.

 ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ორგანიზაციის პლატფორმების მართვა და შეტყობინებების კონტროლი;
  • მომხმარებელთა დახმარება ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ;
  • მართვის მოწმობების მონიტორინგი და კატეგორიზაცია;
  • მიმდინარე მგზავრობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
  • მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები: 
  • გუნდური მუშაობის უნარები ;
  • დეტალებზე ორიენტირებული ;
  • ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ;
  • ინგლისური ენის ცოდნა  B2 დონე;
  • სასურველია მომხმარებელთან მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ;

დამატებითი ინფორმაცია :
  • სამუშაო გრაფიკი: სრული / დისტანციური ;
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.;
  • დაზღვევა;
  • კომპანიის ტრანსპორტზე ბონუსი ;
  • Fitpass.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@scroll.eco გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „Support “
 „სქროლის“გუნდი გისურვებთ წარმატებას!