მიმტანი

ყაზბეგი, გუდაური სრული განაკვეთი Best Western Gudauri
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
სასტუმრო "ბესტ უესტერნ გუდაური“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანისა პოზიციაზე.

„ბესტ უესტერნ გუდაური“ არის ერთადერთი ბრენდული სასტუმრო რეგიონში , რომელიც მდებარეობს დაბა გუდაურში, მოიცავს 63 ნომერს და რესტორანს 200 პერსონის განთავსების შესაძლებლობით.

სამუშაო ადგილი: გუდაური, სტეფანწმინდა.
ანაზღაურება:1000 ლარი+ მომსახურების პროცენტი+ თიფი

მიმტანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში 
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მომსახურებისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა

ძირითადი ფუნქციები:
  • მენიუს შეთავაზება
  • მენიუში არსებული კერძების დასახელებისა და შემადგლენლობის ცოდნა
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
  • მაგიდის გაწყობა/ ალაგება
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა,საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
  • მომიჯნავე დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია

საჭირო უნარჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელურობა 
  • ორგანიზებულობა
  • სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • სწრაფი და მოტივირებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  • სასტუმრო უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებელით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestwesterngudauri.com გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას.