მძღოლი-ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის

შპს „სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე, ქ.თბილისში

მდებარეობა:ქ.თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ფუნქცია -მოვალეობები:

  • უზრუნველყოს სასაქონლო ზედნადებისა და ავტომობილში ჩატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი;
  • უზრუნველყოს დადგენილი მარშრუტის მიხედვით შეკვეთების დარიგება კონტრაქტორ ობიექტებთან;
  • უზრუნველყოს პროდუქციის დაუზიანებლად გადაზიდვა;
  • მუშაობის პროცესი უზრუნველყოს პოკეტში შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
  • უზრუნველყოს მითვლილი პროდუქციით დისტრიბუციის ავტომობილის დატვირთვა/დატვირთვის კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიულობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მძღოლ-ექპედიტორი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!