მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე,  კომპანიის სათაო ოფისში. 

სამუშაო პირობები: 
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - I ცვლა 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00 – 22:00 სთ, კვირაში 5 დღე; 
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი; 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა; 
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება; 
  • შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • გაცვლა/დაბრუნების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; 
  • სწრაფად ბეჭდვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ოპერატიულობა და მოქნილობა; 
  • დროის მართვის და დაპრიორიტეტების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კეთილსინდიერება. 

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge  2024  წლის 30 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.