საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ბექ-ოფისი
"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა. "პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

"პროკრედიტ  ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი:

სამუშაოს აღწერა:
  • ბანკის საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების, (მათ შორის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე სესხის გაცემა, პირობების ცვლილება და ა.შ.) შესრულება და კონტროლი;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის  სისწორის და სრულყოფილად გაფორმების კონტროლი;
  • საკრედიტო პროდუქტების გაცემისას/სესხის პირობებში ცვლილებების შეტანისას შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია, იდენტიფიკაცია, შესაბამისი ხელმოწერების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო პროდუქტების უზრუნველყოფაში არსებული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული პოლისების დროული გაფორმების, სისტემაში  და შემდგომი პროლონგაციის უზრუნველყოფა, რეგისტრაცია და კონტროლი; 
  • სასესხო დოკუმენტაციის წესების დაცვით შენახვა და დაწესებულ ვადაში არქივისთვის გადაცემა;
  • სასამართლოში საკრედიტო საქმის გადაცემასთან დაკავშირებული გაფრთხილების წერილების გასაგზავნად მომზადება;
  • საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა (>B1) ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • მოტივირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ “პროკრედიტ ბანკის” ინტეგრირების პროგრამა.
 ინტეგრირების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04/05/2024

გისურვებთ წარმატებას!


რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com