მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი OllivanderGroup
მივლინება: არა ხელფასი: 700 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. 
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 

თუ შენ: 
  • გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; 
  • ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; 
  • შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; 
  • სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას; 

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა! 

სამუშაოს აღწერა: 
  • მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; 
  • პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; 
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; 
  • პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; 
  • სალარო ოპერაციების განხორციელება; 
  • ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება. 

განაკვეთი:  
  • Ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) 

შესვენება: 
  • ნახევარ განაკვეთზე შესვენება 30 წუთი 
  • სრულ განაკვეთზე შესვენება 1 საათი 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი და პლუს ბონუსი 

ვაკანტური ადგილები  თბილისის ფილიალებში: 
  • ფალიაშვილი (ოლივანდერის მაღაზია) 
  • სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია) 
  • აქსის თაუერსი (ოლივანდერის მაღაზია) 
  • აქსის თაუერსი (მანგა მანია) 

სხვა ბენეფიტები: 
  • 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; 
  • ფიტპასი 
  • კორპორატიული დაზღვევა 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@ollivandergroup.com და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.