უსაფრთხოების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი Adjara Collective Development
ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)

აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე
დეპარტამენტი: უსაფრთხოება
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
  • აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (excel, word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზეhradjara@collectivedv.com