კომპანია ლეტექნო/LeTechno, მობილური ტელეფონის, კომპიუტერისა და ფოტოკამერის აქსესუარების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ორი ადამიანისთვის,  მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, მეტრო წერეთლის მიმდებარედ. 
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე
ანაზღაურება: მოლარე/კონსულტანტ 850-1200 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

ძირითადი მოთხოვნები
  • გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • მობილური ტელეფონების და აქსესუარების შესახებ ინფორმირებულობა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა;
  • მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწვა და პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება;
  • მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება;
  • მობილურ მოწყობილობაზე ეკრანის დამცავის დაკვრა;
  • სალაროსთან მუშაობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tbilisi@letechno.ge