მიმტანი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს. Steps Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე. ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით! თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავაჭარბოთ მოლოდინს და შევქმნათ მუდმივი მოგონებები ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები
  • სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
  • რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმელის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში, სერვის მენეჯერის ინფორმირება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მიმტანი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.