გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კაია
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

კაია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე


კომპანიის შესახებ:

კაია არის თუნუქის მრავალპროფილური საწარმო, რომელიც 2016 წლიდან საინჟინრო-სამშენებლო მასალებს სთავაზობს ქართულ ბაზარს. კაბელარხები, ელექტრო კარადები, ხარაჩოები, სავენტილაციო არხები არის მცირე ჩამონათვალი იმ სამშენებლო პროდუქციებისა, რომელიც აქ იწარმოება. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: kaya.ge

 

სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

 ანაზღაურება (თვიური): 1000 ლარი + ბონუსები (საშუალოდ 1000-1500 ლარი), გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

 

მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
  • კლიენტების ბაზის განვითარება;
  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და შესწავლა;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებები წარმოება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •  გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მშენებლობის მიმართულებით;
  •  წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
  •  საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით კი Excel-ის კარგად ცოდნა.
  •  ახსნისა და დარწმუნების უნარი;
  •  კლიენტებზე ორიენტაცია და მათი პერსპექტივიდან დანახვის უნარი.

 

შერჩევის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან:

  1.  CV/რეზიუმეების შერჩევა
  2.  ტესტირება
  3.  გასაუბრება

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 22 აპრილი 23:59 სთ

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV- მაქსიმუმ 2 გვერდი) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge  სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

 

კაია გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

კაია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!