უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • გაყიდვების გეგმის შემუშავება;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, უძრავი ქონების/ მომსახურების შეთავაზება;
  • პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • არსებული მომხმარებლებისათვის უძრავი ქონების განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი“.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!