უსაფრთხოების თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი Courtyard by Marriott Batumi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომელის პოზიციაზე: 
 
სამუშაო პირობები: 
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი 
  • დასვენება:კვირაში 2 დღე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამუშაო სივრცის  კონტროლი ; 
  • უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერების) მართვა, კონტროლი;   
  • ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სათანადო რეაგირების მოხდენა;   
  • ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის (შენობის, ყველა სართულის, კიბის უჯრედის, პარკინგის, ისეთი ადგილების მეთვალყურეობა და სხვა ტერიტორიების) შემოვლა, შესაბამისად არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა. 
  
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • სასურველია, აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;   
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.   
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • არასტანდარტული სიტუაციების გამკლავების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • დეტალებზე ორიენტირება. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • კვებას ცვლაში მუშაობისას ; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • გუნდის წევრების ,,Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. 
 
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 
 
გისურვებთ წარმატებას!