მზარეული

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი SVPRA Berlin
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
SVPRA Barcelona, ცნობილი ქართული პრემიუმ ხარისხის რესტორანი ესპანეთში, აგრძელებს თავის გასტრონომიულ თავგადასავალს ბერლინში SVPRA Berlin-ის საზეიმო გახსნით. SVPRA Berlin წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ქართულ რესტორანს, რომელიც აერთიანებს ქართულ ტრადიციებს, მემკვიდრეობასა და დახვეწილ სამზარეულოს, შთამბეჭდავ მუსიკალურ საღამოებსა და ტრადიციული ქართული ცეკვის წარმოდგენებს. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც გატაცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ტრადიციებით. გახდი SVPRA ბერლინის ოჯახის წევრი. 
გთხოვთ, იხილეთ SVPRA Barcelona ჩვენს ინსტაგრამზე: Suprabarcelona  (https://www.instagram.com/suprabarcelona?utm_source=ig_web_button_share_sheet&igsh=ZDNlZDc0MzIxNw==

რესტორანი SVPRA Berlin აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ბერლინში. 
სამუშაო ადგილი: ბერლინი 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • უზრუნველყოფს მენიუში არსებული ქართული კერძების თანმიმდევრულ ხარისხსა და პრეზენტაციას; 
  • ეხმარება უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში; 
  • აწარმოებს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვას; 
  • აკონტროლებს მოწოდებული პროდუქციის ხარისხს. 
 
საჭირო უნარები: 
  • გამოცდილება ქართულ სამზარეულოში ჩაითვლება უპირატესად; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად); 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosuprajoy@gmail.com. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს ან დაგვიკავშირდით Whatsapp საშუალებით: +34 613 625 924 
გისურვებთ წარმატებას!