ტექნიკური საწყობის მენეჯერის მოადგილე

რუსთავი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  
  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“
აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ტექნიკური საწყობის მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე. 
სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #70  
სამუშაო გრაფიკი: 08:00 – 17:00, შაბათ-კვირა დასვენება 
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ნედლეულის საწყობის მართვა/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება. 
  • ტომრების საწყობის მართვა/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება. 
  • აგურის და ცეცხლამძღლე მასალები მართვა/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება.  
  • მატერიუალური საწყობის მართვა/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება.  
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება 
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით 
  • პასუხისმგებლობის გრძნობაე.  
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • გუნდური მუშაობა. 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

არსებული ბენეფიტები: 
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას. 
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად. 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით. 
  • უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე რუსთავის მასშტაბით.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. 
 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ტექნიკური საწყობის მენეჯერის მოადგილე (რუსთავი) 
 
გისურვებთ წარმატებას! 
  
  
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.  
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა