მიქსოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი Holiday Inn
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს მიქსოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა; 
  • სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;  
  • გადახდების შემოწმება; 
  • ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;  

საჭირო უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის  დაზღვევა;
  • კვება; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:recruitment@hi-tbilisi.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.