დიასახლისის დამხმარე თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი GLI
მივლინება: არა ხელფასი: 900
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმსა და სასტუმრო ბულვარ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სართულებზე არსებული ნარჩენების შეგროვება და გადაყრა.
  • სანაგვე ბუნკერების დასუფთავება.
  • გარე პერიმეტრის დასუფთავება.
  • ფანჯრების და შუშების წმენდა.
  • ქიმწმენდის აპარატით ავეჯის წმენდა.
  • დამლაგებლების ტროლების შევსება შესაბამისი ნივთებით და ინვენტარით.
  • თეთრეულის შეგროვება, გადათვლა და სამრეცხაოში გაგზავნა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
კონტრაქტის ვადა:1 წელი

ანაზღაურება: 900 ლარი https://brb.ge/ https://www.facebook.com/BoulevardBatumi

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 43 60 09.
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/"დიასახლისის დამხმარე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!