სუ შეფი

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი SVPRA Berlin
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
SVPRA Barcelona, ცნობილი ქართული პრემიუმ ხარისხის რესტორანი ესპანეთში, აგრძელებს თავის გასტრონომიულ თავგადასავალს ბერლინში SVPRA Berlin-ის საზეიმო გახსნით. SVPRA Berlin წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ქართულ რესტორანს, რომელიც აერთიანებს ქართულ ტრადიციებს, მემკვიდრეობასა და დახვეწილ სამზარეულოს, შთამბეჭდავ მუსიკალურ საღამოებსა და ტრადიციული ქართული ცეკვის წარმოდგენებს. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც გატაცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ტრადიციებით. გახდი SVPRA ბერლინის ოჯახის წევრი.
გთხოვთ, იხილეთ SVPRA Barcelona ჩვენს ინსტაგრამზე: Suprabarcelona (https://www.instagram.com/suprabarcelona?utm_source=ig_web_button_share_sheet&igsh=ZDNlZDc0MzIxNw==)

რესტორანი SVPRA Berlin აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე ბერლინში.
სამუშაო ადგილი: ბერლინი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • უზრუნველყოფს მენიუში არსებული ქართული კერძების თანმიმდევრულ ხარისხსა და პრეზენტაციას;
  • ეხმარება უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • უწევს ზედამხედველობას მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს;
  • აწარმოებს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვას;
  • უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პროცედურების გატარებას;
  • აკონტროლებს მოწოდებული პროდუქციის ხარისხს.

საჭირო უნარები:
  • გამოცდილება ქართულ სამზარეულოში ჩაითვლება უპირატესად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosuprajoy@gmail.com. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს
ან დაგვიკავშირდით Whatsapp საშუალებით: +34 613 625 924
გისურვებთ წარმატებას!