რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: რეგისტრატურა
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:00-15:00/15:00-21:00, ყოველი მეორე შაბათი მორიგეობა - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ანაზღაურება: 500/600 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების რეგისტრაცია
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა არსებულ პროგრამაში და ინფორმაციის შევსება;
  • პაციენტის ინფორმირება ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ;
  • დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - რეგისტრატორი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.