დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი Sky Station
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო Sky Station აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე,
მდებარეობა: თბილისი, მიროტაძის 4 სართული 20,
სასტუმრო შედგება 8 ნომრისგან

ძირითადი მოვალეობები :
  • სასტუმროს ოთახების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
  • ოთახის აბაზანის და სამზარეულო კუთხის მოწესრიგება და დალაგება
  • ნარჩენების გატანა შესაბამისი წესების დაცვით
  • ოთახში დალაგებისას აღმოჩენილი ხარვეზის ზედამხედველისთვის დროული შეტყობინება
  • ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის სწორი გამოყენება და მოვლა
  • თეთრეულის გარეცხვა, დაუთოვება
  • დაკარგული ნივთების სათანადოდ აღწერა და ინფორმირება
  • სხვა სივრცეების დასუფთავება საჭიროებისამებრ ზედამხედველის მითითებით

სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ:
  • სამუშაო საათები : 10 საათიდან 18 საათამდე - კვირაში 5 დღე.
  • ანაზღაურება 1000/1200 ლარი

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelskystation@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დიასახლისი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.