ბარმენი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო ბლუმი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 43-ში მდებარე სასტუმრო ,,ბლუმი’’ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე;

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტურის შესაბამისად;
  • გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და აღწერის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • ბარისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;

გრაფიკი: ყოველ დღე 16:00 სთ.-დან 00:00 სთ.-მდე. 
ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ cv გადმოგვიგზავნოთ info@hotelbloom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია „ბარმენი“; ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 800 800 / +995 558 312 020