მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება. 
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლების შეკვეთის მიღება და ხარისხიანი, ეფექტური მომსახურება; 
  • მენიუში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; 
  • სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • კომუნიკაბელური 
  • ენერგიული 
  • პოზიტიური 
  • პასუხისმგებლიანი 
  • თავაზიანი 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • ინგლისურად გამართული საუბარი 
 
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:  
  • სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე; 
  • სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45;  მეორე ცვლა 15:45-23:00; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 
გისურვებთ წარმატებას! 
  
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.