რანერი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: რანერი;

ძირითადი მოვალეობები:
  • მიმტანების დახმარება სივრცის მოწესრიგებისა და მაგიდების ალაგების პროცესში;
  • სამზარეულოს კერძების სწრაფად და სტანდარტების დაცვით მიწოდება;
  • სამზარეულოს პერსონალის დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ენერგიული
  • პოზიტიური
  • პასუხისმგებლიანი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე: ოთხშაბათი-კვირა; დღეში 7 საათი;
სამუშაო საათები: 12:00- 19:00;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო ადგილი: ალ.ყაზბეგის #27;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.