სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და დაზიანებული ავტომობილის შესაფასებლად სერვის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა;
- კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და დაზიანებული ავტომობილის შეფასებაში დახმარება;
- დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
- ავტომობილის შეკეთების პროცესის მონიტორინგი;
- კომპანიის შიდა პროგრამაში დავალებების მიღება და მათზე დროული რეაგირება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
- ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/