ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ბუღალტერი (საბანკო)
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას    ბუღალტერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • სალაროს აუდიტი, კერძოდ ფულის დათვლის პროცესის კონტროლი;
  • ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
  • გაცემული სესხების აღრიცხვა;
  • სასესხო პორთფელთან დაკავშირებული რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა; 
  • ძირითადი საშუალებების რეესტრის კონტროლი და ცვეთის დარიცხვა;
  • სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი  ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
  • MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებადი მორიგეობა შაბათს - კვირას და სამუშაო დღეეებში;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტერი".