დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი ხედი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო „ხედი“, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, (ავლაბარი)
სამუშაო გრაფიკი:  5/2  

ძირითადი მოვალეობები:
  • ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება;

საჭირო უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • უცხო ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com და სათაურის ველში  მიუთითეთ - დიასახლისი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას   1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!