ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში: 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება);
  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;   
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19. 

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მაღაზიათა ქსელში შესაბამისი ბრენდების ჭრილში პროდუქციის ნაშთის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტინგი; 
  • შესაბამისი ბრენდების ჭრილში ბრენდების/ობიექტების მიხედვით სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;
  • მაღაზიათა ქსელის მომარაგების პროცესში ჩართულობა და საწყობთან კომუნიკაცია; 
  • მაღაზიათა ქსელის მომარაგება ქსელში არსებული პროდუქციით - მათ შორის წუნდებული პროდუქციის აუთლეტში გადატანა და სპეციალური ფასის დადგენა;
  • ახალი კოლექციების პროდუქციის განაწილება მაღაზიებში - განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით;
  • ფოტო სტუდიისთვის გადასაღები პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ბრენდისა და პროდუქციის მახასიათებლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება და მაღაზიათა ქსელისთვის მიწოდება;
  • მაღაზიათა ქსელში ვიზიტი და ადგილზე არსებული საკითხების იდენტიფიკაცია (პროდუქციის განლაგება/მერჩენდაიზინგი, წუნდებული პროდუქციის შესწავლა, არსებული სიტუაციის ანალიზი და ა.შ.);
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება:
  • პროგრამაში განსათავსებლად პროდუქციის მახასიათებლების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის; 
  • შესაბამისი მიმართულებით შეკვეთების წარმოებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კოლექციების შერჩევაზე დასწრება;
  • კონკურენტების პერიოდული შეფასება/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); 
  • ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B2- C1); 
  • Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა;  
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „ბრენდ მენეჯერის ასისტენტი“.   
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!