პროექტის მთავარი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
 აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

ტურინვესტ ჯგუფი მშენებარე სასტუმრო კომპლექსის ,,Hampton by Hilton“ პროექტის  ფარგლებში, ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტის მთავარი ინჟინერისა პოზიციებზე.

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მოვალეობები:
  • საპროექტო სამუშაოების ტექნიკური მართვა.
  • საპროექტო შეხვედრების ინიცირება.
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების მართვა.
  • ორგანიზაციისა და ქვეკონტრაქტორების მიერ გაცემული საპროექტო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმება
  • ორგანიზება, მონიტორინგი, მათ შორის პროექტთან/პროექტებთან დაკავშირებით საქმიან მიმოწერაში მონაწილეობა.
  • პროექტის/პროექტების შესაბამისი  ტექნიკური და საპროექტო დავალებების გაცემისა და შესრულების ორგანიზება, მონიტორინგი, დამტკიცება.
  • საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის დასრულებისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი. ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთთან და ქვეკონტრაქტორებთან დროული შესაბამისი შეხვედრების/მოლაპარაკებების ჩატარება.

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება 6 წელი+
  • სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების დაპროექტების გამოცდილება
  • შემსრულებელთა ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება
  • საექსპერტო და ზედამხედველობის ორგანოებთან დოკუმენტაციის კოორდინაციის გამოცდილება
  • საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება
  • მოქმედი ეროვნული სტანდარტების, წესების, SNiP, SP, დიზაინის მეთოდოლოგიური და მარეგულირებელი მასალების, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: vacancy@tourinvestgroup.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!