ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

            

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტი პოზიციაზე


ფუნქცია/მოვალეობა

  • შემოსული ტექნიკური პრობლემების მოგვარება/აღმოფხვრაზე ზრუნვა ;
  • შესრულებული სამუშაოს გადამოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკის შეკეთების მიზნით შესაბამის კონკრეტულ მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტი პრობლემის მოგვარების მიზნით;
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
  • ანაზღაურება შეთანხმებით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

თანახმა ვარ, ჩემი მონაცემები შეინახოს და დაამუშავოს შპს ,,გვირილა რითეილმამიმდინარე ან მომავალ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის მიზნით;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.