პოს ტერმინალების კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: კურიერი ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს-ტერმინალების კურიერს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება.
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:
  • გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ფლობა;
  • ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
  • Fit pass ბარათს
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით/ბონუსი (+ ზეგანაკვეთური არსებობის შემთხვევაში)
  • ავტომობილის დაზღვევას
  • ავტომობილის იჯარას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -პოს - ტერმინალების კურიერი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!