კურიერის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი იზი ბოქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ადმინისტრაცია: კურიერი
კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში კურიერის დამხმარეს პოზიციაზე.

"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.
"IZI BOX"-ი  დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და  მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/ 

ძირითადი ფუნქციები:
  • კურიერისათვის დახმარების გაწევა - ავტომობილის დატვირთვა და დაცლა სხვადასხვა სახეობის ნივთებით;
  • პროდუქციის უსაფრთხოდ და სტადნარტების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
  • სასურველია, სამუშაო გამოცდილება საკურიერო ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
  • სასურველია, მექანიკის მართვის გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 15:00-00:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
  • დასაქმების ადგილი: თბილისი, ურეკის ქუჩა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1.

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე