ფრანგულიენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორი / კლიენტების მომსახურების წარმომადგენელი
1xP PRIORITY CMX Solutions
თარიღები: 11 ივლ - 09 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული ფრანგული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  კლიენტთა მომსახურება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@cmx-solutions.com

შპს „სი ემ იქს სოლუშენს“-ი არის გერმანული კომპანია, მრავალენოვანი ქოლ ცენტრი, რომელიც ემსახურება რამდენიმე მსხვილ ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ორგანიზაციას. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ბერლინში, გერმანია. კომპანიის ოფისები მდებარეობს საქართველოში, თბილისში და მაკედონიაში. ჩვენი გუნდის გაფართოების მიზნით თბილისში  ვეძებთ  მოტივირებულ ადამიანებს:

 

ფრანგული ენის მცოდნე ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/ კლიენტების მომსახურების წარმომადგენელს (გაყიდვები არ არის) სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

 

კომპანია ძირითადად ორიენტირებულია შემომავალ ზარებზე და ასევე აქვს გამავალი ზარების სერვისიც. კომპანია ახორციელებს მომხმარებლების მომსახურებას წერილობითი ფორმითაც.

 

ამოცანები:

  • პასუხის გაცემა მომხმარებლემისგან შემოსულ ზარებზე და ელ. შეტყობინებებზე;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და კონსულტირება;
  • მომხმარებლების საჩივრებისა და მოთხოვნებისა მიღება/მართვა;
  • კლიენტთა ზოგადი მომსახურება

 

მოთხოვნები:

  • ფრანგული ენის ცოდნა, მინ. ცოდნის დონე B2/C1;
  • კეთილგანწყობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარები;
  • კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო

 

ჩვენ ვთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარგ პირობებს
  • მუდმივ დასაქმებას
  • უფასო სწავლებას და ტრეინინგებს

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: jobs@cmx-solutions.com