შემოსავლების უზრუნველყოფის/ფროდის მართვის უფროსი სპეციალისტი
თარიღები: 11 ივლ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი) ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი) ტელეკომუნიკაციების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@beeline.ge

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს კონკურსს შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის მართვის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 12 ქვეყანაში 6 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/

http://veon.ge/

https://www.beeline.ge/

 

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის მართვის კონტროლების მონიტორინგი და მიღებული შედეგების ანალიზი;
  • არსებული შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის მართვის კონტროლების პერიოდული განახლება;
  • ახალი შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის რისკების შეფასება, შესაბამისი კონტროლების შემუშავება, დანერგვა და შემდგომი კონტროლი;
  • შემოსავლების უზრუნველყოფის რისკებით და ფროდის ინციდენტებით გამოწვეული ზარალის დათვლა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • ინფორმაციის გაცვლა და აქტიური თანამშრომლობა კომპანიის სხვა დანაყოფებთან;
  • ინფორმაციის გაცვლა და აქტიური თანამშრომლობა სხვა კავშირგაბმულობის ოპერატორებთან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ, ეკონომიკურ ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატელეკომუნიკაციო შემოსავლების უზრუნველყოფის ან ფროდის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატელეკომუნიკაციო ფროდის მართვის სისტემებთან (FMS) მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

 

საჭირო თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

თუ თქვენ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 18 ივლისამდე და სათაურის ველში მიუთითოთ ”შემოსავლების უზრუნველყოფის და ფროდის მართვის უფროსი სპეციალისტი“.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

მსგავსი განცხადებები
ოპტიკური ქსელის სპეციალისტი

სერვის ნეტ გრუპი


04 ივლ - 02 აგვ

პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


20 ივნ - 19 ივლ

სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილების ოპერატორი

სერვის ნეტ გრუპი


27 ივნ - 26 ივლ

1C ადმინისტრატორი

ჯი არ სი


20 ივნ - 19 ივლ

Accounts Officer

ინგლისური წიგნი საქართველოში


19 ივნ - 18 ივლ

C ++ QT Developer

Vokalz


19 ივნ - 18 ივლ

Financial Reporting Officer

m2 უძრავი ქონება


14 ივლ - 24 ივლ