საწყობის მენეჯერის თანაშემწე
თარიღები: 11 ივლ - 04 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@fresco.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995591126277

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

  • ხელზე ასაღები  ანაზღაურება: 500 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი:  6 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება
  • ასაკი: 18  წლიდან

 

მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
  • სუპერმარკეტის საწყობში FIFO-ს მეთოდის შესაბამისად პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დახარისხების, განლაგებისა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის ტემპერატურული და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • სისხარტე;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@fresco.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995591126277 

გისურვებთ წარმატებებს!