B2B გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 25 ივნ - 24 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) კორპორატიული კლიენტები (B2B)

სხვა ვებ გვერდზე

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში. 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება ავტომობილების მომსახურების (სერვისის) მიმართულებით:
  • ავტომობილების რეალიზაციის სტიმულირება და ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება ავტომობილების გაყიდვების გუნდთან ერთად;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება - შეხვედრების, სატელეფონო ზარებისა და სხვადასხვა არხების მეშვეობით;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
  • კორპორატიული მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამაში (SAP);
  • ტენდერების მონიტორინგი სატენდერო წინადადებების მომზადება;
  • ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
  • კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობა -  ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ, შემდეგი ტექ. მომსახურების შესახებ ინფორმირება.
  • სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;  
  • ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/115
და შეავსეთ აპლიკაცია. 

დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
გისურვებთ წარმატებებს!

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
გაყიდვის სამსახურის  სპეციალისტი

გლობალ ერთი


03 ივლ - 30 ივლ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ამბოლი


09 ივლ - 07 აგვ

კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი


12 ივლ - 26 ივლ

კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი

GLOBTEL solutions Georgia


16 ივლ - 14 აგვ

Arabic Speaking Sales / Customer Support Representative

FIXI


22 ივნ - 21 ივლ

Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


26 ივნ - 25 ივლ

Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 ივნ - 17 ივლ