დისტრიბუტორი
თარიღები: 21 ივნ - 20 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მართვის მოწმობა: B C
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) დისტრიბუცია

სხვა ვებ გვერდზე

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

ს.ს  "ნიკორას" შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს   ვაკანსიას დისტრიბუტორის  პოზიციაზე თბილისში:

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
  • ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და პრისეილერის ინფორმირება;
  • ობიექტის წარმომადგენლებისგან თანხის აღება
  • დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების /ჩგდ-ს ბუღალტერიისათვის გადაცემა;

 

ძირითადი მოთხოვნები :

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგებზე ორიენტირება

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ  მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და მობრძანდეთ ტესტირებაზე.  რეგისტრაცია

შერჩევა ჩატარდება 3 ეტაპად:

  • ტესტირება
  • გასაუბრება
  • გასაუბრება უშაუალო ხელმძღვანელთან

 

განაცხადის გაკეთება ასევე შეგიძლიათ სს "ნიკორას" სათაო ოფისში მოსვლით და სააპლიკაციო ფორმის შევსებით  მისამართზე: ნაძალადევი, ალექსანდრე მრევლიშვილის 11.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.

სს "ნიკორა" გისურვებთ წარმატებას!

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
Merchandising Officer

ჯითი


13 ივლ - 11 აგვ

დისტრიბუტორი

სანდომი


21 ივნ - 20 ივლ

დისტრიბუტორი

ეკოლუქსი


21 ივნ - 20 ივლ

დისტრიბუტორი

პოულტრი ჯორჯია


26 ივნ - 25 ივლ

დისტრიბუტორი

სანდომი


03 ივლ - 01 აგვ

დისტრიბუტორი / პრისელერი

ჯორჯიან ბეიქერს


06 ივლ - 04 აგვ

დისტრიბუტორი იმერეთსა და სამეგრელოში

მზიური


22 ივნ - 21 ივლ