წარმოების მენეჯერის ასისტენტი ბათუმში კომპანიის სახელი: ჯი და ჯი ქოოფერეიშენი
თარიღები: 11 იან 2017 - 11 თებ 2017
საკონტაქტო მეილი: hr@lucapolare.com
მდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: წარმოება/ოპერაციები
ქვეკატეგორია: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ხელფასი: 501 - 1000 GEL
განაკვეთი: სრული
სამუშაო გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

შპს. „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“-ს  (ლუკა პოლარეს)  ესაჭიროება  წარმოების მენეჯერის ასისტენტი (ქალბატონი) ბათუმში, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გუნდი.

წარმოების მენეჯერის ასისტენტის ძირითადი  მოვალეობა იქნება წარმოების მენეჯერის დახმარება წარმოების განყოფილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. 
მუშაობის გრაფიკი:  კვირაში ხუთი სამუშაო დღე

ხელფასი: 550 ლარი, საგამოცდო პერიოდის შემდეგ - ყოველთვიური ბონუსი - სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით.

მოვალეობები: 

  • წარმოების მენეჯერის დახმარება ახალი პროდუქტების შემუშავებასა და  დანერგვაში
  • წარმოების განყოფილების პერსონალის სამუშაო ცხრილის შედგენა და კონტროლი
  • წარმოების განყოფილების თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის და მუშაობის ხარისხის კონტროლი
  • წარმოების სფეროში სისუფთავისა და HACCP-ის სტანდარტების დაცვის კონტროლი 
  • წარმოების მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება
  • წარმოების იარაღების, უნიფორმების მდგომარეობის შემოწმება და მათი განახლება
  • დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული იარაღების და აღჭურვილობის აღწერა
  • ღამის სამუშაო იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში, სახლში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით;
  • საჭიროების შემთხვევაში წარმოების პროცესებში უშუალოდ მონაწილეობის მიღება, 

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება პროდუქტების წარმოების სფეროში
  • ენერგიული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობიანი, პუნქტუალური, კომუნიკაბელური.

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.