სტაჟირება კომპანიის სახელი: სილქნეტი
თარიღები: 11 იან 2017 - 25 იან 2017
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები / სტაჟირება
ქვეკატეგორია: ტელეკომუნიკაცია / მოკლევადიანი სტაჟირება
ენები: ქართული / English
განაკვეთი: სრული
განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

ჩვენს შესახებ
სილქნეტი არის ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია). სილქნეტის ყველა პროდუქტი მომხმარებლის მრავალფეროვან მოთხოვნაზეა მაქსიმალურად მორგებული. სილქნეტის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.
მიზანი: 
კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით და ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.

პრიორიტეტები:

  • მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია;
  • მომსახურების მაღალი ხარისხი;
  • ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქტების მუდმივი მიწოდება;
  • კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet
 
გაცნობებთ, რომ 20 სექტემბრიდან, სილქნეტის  ყველა ვაკანსია  განთავსდა ახალ საიტზე  jobs.silknet.com

მხოლოდ აღნიშნული საიტიდან იქნება შესაძლებელი კომპანიაში არსებულ  ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთება. ამისათვის კი აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია და ელექტრონული რეზიუმეს (CV)  შექმნა.
 
ს.ს.  „ სილქნეტი“  აცხადებს  სტაჟირებას ფიზიკური ქსელის პროექტირების ჯგუფში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=501