ინსტალატორი ხაშურში კომპანიის სახელი: გრინ ნეთვორქსი
თარიღები: 11 იან 2017 - 10 თებ 2017
საკონტაქტო მეილი: info@star.com.ge
მდებარეობა: ხაშური
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
ქვეკატეგორია: ინტერნეტი / ტელეკომუნიკაცია
ენები: ქართული
განაკვეთი: სრული
განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მოგზაურობის მოთხოვნა (მივლინებები): 10%
აღწერა:

შპს „გრინ ნეთვორქსი“ აცხადებს ვაკანსიას  ინსტალატორის პოზიციაზე  . ხაშურში.

სამუშაო აღწერილობა: 

  • სააბონენტო ხაზის (სააბონენტო  კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გარე კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
  • ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება; 
  • GPON, WiFi და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გარე კარადებში, გარე კოლოფებთან). 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • სასურველია ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო ან/და IT  სფეროში);
  • მსგავს  პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების  ცოდნა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე: info@star.com.ge 2017 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.