გადაზიდვების მენეჯერი კომპანიის სახელი: მორენა პრო
თარიღები: 09 იან 2017 - 09 თებ 2017
საკონტაქტო მეილი: info@morenapro.ge
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი
ქვეკატეგორია: საქონლის მიღება/გაცემა / სხვა
ენები: ქართული / English / Русский
განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

შპს „მორენა პრო“ აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
  • ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
  • კომპანიის არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
  • არსებულ ლოჯისტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
  • რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან და ახალი სახმელეთო და საზღვაო ხაზების მოძიება.
  • საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 6 თვე
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა. 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი
     

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@morenapro.ge