ბუღალტერი თბილისსა და რეგიონებში კომპანიის სახელი: ABG CONSULTING
თარიღები: 09 იან 2017 - 09 თებ 2017
საკონტაქტო მეილი: info@abg.com.ge
მდებარეობა: თბილისი / ბათუმი / ზუგდიდი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები
ქვეკატეგორია: ბუღალტერი (ზოგადი) / ბუღალტერი (წარმოება)
ენები: ქართული / English / Русский
განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
აღწერა:

ABG Consulting“  წარმოადგენს მსხვილ აუდიტორულ - საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც წარმატებით ემსახურება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. 
კომპანიის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 2000-ს აღემატება. კადრების პროფესიული ზრდის მიზნით ტარდება მუდმივი სტაჟირებები და ტრენინგები . სამიზნე სეგმენტის გაფართოების მიზნით კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებლებს ახალ, მრავალფეროვან და გაუმჯობესებულ მომსახურებებს, რაც თავის მხრივ ახალი ბაზრის ათვისებას უწყობს ხელს.
კომპანია „ABG CONSULTING“  აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური, ან ფინანსური განათლება;
  • ბუღალტრის პოზიციაზე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით "Excel"-ის მაღალ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა ;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • მცხოვრები თბილისში, ზუგდიდში ან ბათუმში.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ოპერატიული;
  • მოწესრიგებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე 2017 წლის 10 თებერვლამდე info@abg.com.ge.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ ბუღალტერი“ და შესაბამისი ქალაქი (თბილისი, ზუგდიდი ან ბათუმი).
რეზიუმეს დაურთეთ სურათი,  სამუშაო გამოცდილებაში მიუთითეთ  კომპანიის დასახელება, საიდენტ.კოდი, დირექტორის სახელი და გვარი და მუშაობის პერიოდი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი.