პრისეილერი / დისტრიბუტორი კომპანიის სახელი: სადისტრიბუციო კომპანია
თარიღები: 09 იან 2017 - 09 თებ 2017
საკონტაქტო მეილი: distributor@hr.ge
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
ქვეკატეგორია: დისტრიბუცია / სხვა
ენები: ქართული
სამუშაო გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B კატეგორია
აღწერა:

მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერ/დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

თანამდებობა: პრისეილერი
მდებაეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 2
ხელფასი: ფიქსირებული+ბონუსები
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 31/01/2017

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მართვის მოწმობა,
  • პირადი ავტომობილი,
  • უძრავი ქონება საგარანტიოდ,
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება,
  • რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან.

პერსონალური მოთხოვნები:

  • იყოს ორგანიზებული და დისციპლინირებული,
  • პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს სამუშაოს და მისთვის მიბარებულ ტექნიკას და ფულს,
  • ეხერხებოდეს ადამიანებთან ურთიერთობა,
  • ელემენტარულ დონეზე ერკვეოდეს ტექნიკაში და კარგად იცოდეს მათემატიკა;

სასურველი მოთხოვნები:

  • ხელის კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება ან/და კომპიუტერის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

  • საკუთარი ქსელის სავაჭრო ობიექტების ბაზის სრულყოფილი შესწავლა და ამ ბაზის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა,
  • სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი შესწავლა,
  • შეკვეთების აღება,
  • შესაბამისი ელექტრონული საბუთების მომზადება და ოპერატორისთვის გადაგზავნა,
  • შეკვეთის მანქანაზე დატვირთვის და მიტანის ორგანიზების პროცესზე ზედამხედველობა,
  • ქსელიდან ფულის ამოღების უზრუნველყოფა და კომპანიის ანგარიშზე შეტანა.
  • პრისეილერი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ქსელის სრულყოფილ მომარაგებასა და პროდუქციის ქსელში კარგ განლაგებაზე.
  • კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ადმინისტრაციამ შესაძლოა მოითხოვოს რეკომენდაცია უშუალო უფროსისგან ან წინა სამუშაო ადგილიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: distributor@hr.ge 31/01/17 ჩათვლით.

შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან ტესტირებასა და გასაუბრებაზე.