მოლარე-კონსულტანტი კომპანიის სახელი: მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
თარიღები: 09 იან 2017 - 23 იან 2017
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება / გაყიდვები
ქვეკატეგორია: გაყიდვების კონსულტანტი / კონსულტანტი / მოლარე
განაკვეთი: სრული
სამუშაო გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, აქტიური განვითარება კი გაგრძელდა 2011 წლის მეორე ნახევრიდან, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 86 მაღაზიას თბილისის მასშტაბით და წლის ბოლომდე რაოდენობა მიაღწევს - 100 მაღაზიას. განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანურ რესურსს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: 

მოლარე-კონსულტანტი

ძირითადი მოთხოვნები:

  • ასაკი: 18-40 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის კონსულტაცია;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • პროდუქციის განლაგება, დალაგება;
  • პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
  • თაროების მოწესრიგება;
  • სისუფთავეზე ზრუნვა.

ზოგადი პირობები:

  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • უნიკალური და მოქნილი სახელფასო სისტემა:
  • ცვლის ფიქსირებული ანაზღაურება;
  • მზარდი ხელფასი სტაჟის მიხედვით;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, აღნიშნულ  ბმულზე  შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა   http://www.orinabiji.ge/CV/  

ან  მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე : ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.